არჩილ თალაკვაძე: ნატო-სა და ევროკავშირთან მიმართებით გაწევრიანების გზაზე ხელშესახები პროგრესი სწორედ ჩვენი პოლიტიკური გუნდის ლიდერობით იყო მიღწეული

“მინდა, შეგახსენოთ, რომ ნატო-სა და ევროკავშირთან მიმართებით გაწევრიანების გზაზე ხელშესახები პროგრესი სწორედ ჩვენი პოლიტიკური გუნდის ლიდერობით იყო მიღწეული. სწორედ ამ პერიოდში გაფორმდა ასოცირების ხელშეკრულება, ამ პერიოდში გაფორმდა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება ევროკავშირთან და ამ პერიოდში საქართველოს ნატო-სა და აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა გაძლიერდა დიამეტრალურად, ვიდრე ეს იყო როდესაც ჩვენ ჩავიბარეთ ხელისუფლება”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენელთა მხრიდან გაჟღერებული საყვედურები საპასუხოდ.

„ვერ მივიღებთ საყვედურებს იმ ადამიანებისგან, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს, რომ საქართველო დაშორებოდა დასავლეთს, დაშორებოდა ევროკავშირს და ევროპულ ღირებულებებს, რაც არის ადამიანის უფლებების დაცვა, დემოკრატიული არჩევნები, ბიზნესის თავისუფლება, როდესაც საკუთრება დაცულია და როდესაც ინსტიტუტებს შორის არსებობს ნორმალური ბალანსი.
თქვენ, როდესაც საყვედურებს გვეუბნებოდით, თქვენ, რომლებმაც ყველა ეს პრინციპი დაარღვიეთ, რა მორალური უფლება გაქვთ, რომ გვეუბნებით დაუსაბუთებელ საყვედურებს ევროკავშირსა და ნატო-სთან მიმართებით ჩვენი ქვეყნის გზასა და ინტეგრაციის პროცესზე?”, – მიმართა არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები