აზერბაიჯანში კორონავირუსით ქალები უფრო ხშირად ავადდებიან, ვიდრე – კაცები

აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებულთა უმრავლესობა ქალია, – შესაბამის სტატისტიკას ადგილობრივი მედია koronavirusinfo-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

სტატისტიკის მიხედვით, ინფიცირებულთა 51% ქალია, ხოლო 49% – კაცი.

ასევე, ვირუსის ყველაზე ფართო გავრცელება ბაქოშია – 54,6%, შემდეგ აფშერონის რაიონში – 13,3%.

აზერბაიჯანის ცენტრალურ რაიონებში დაავადებულთა რიცხვი -11,8%-ს შეადგენს, განჯა-ყაზახის რეგიონში – 6,9%, შექი – ზაგატალის რაიონი – 3,7%, გუბა – ხაჩმაის რეგიონი – 3,0%, ლენკორანში – 2,6 %, მთიან შირვანში – 2,4%, ზემო ყარაბაღში კი – 1,3%.

ვირუსი უცხო ქვეყნიდან ჩასული ტურისტების 0,4%-ს დაუდასტურდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები