ჯანმო ევროპის რეგიონში კორონავირუსის გავრცელების არაერთგვაროვან ვითარებას აფიქსირებს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, აგვისტოს ბოლო რიცხვებთან შედარებით, სექტემბრის პირველ რიცხვებში პლანეტაზე კორონავირუსით ინფიცირების კლებას აფიქსირებს.
ამასთანავე, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ევროპის რეგიონში არაერთგვაროვანი ვითარებაა.
კერძოდ, ევროპის ქვეყნებს შორის ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება დიდ ბრიტანეთში, სადაც ბოლო კვირების განმავლობაში ყოველდღიურად საშუალოდ 35 ათას ახალ შემთხვევას აფიქსირებენ.
დაავადება ზრდის ფაზაშია გერმანიაში, სადაც 3 სექტემბერს ინფიცირების 14.2 ათასი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც მაისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ბულგარეთსა და რუმინეთში ვირუსის გავრცელება 4-თვიან მაქსიმუმს მიუახლოვდა. ბულგარეთში დღეში, დაახლოებით, 2 ათასი შემთხვევაა, რუმინეთში კი – 1,5 ათასი.
ნიდერლანდებსა და ბელგიაში ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი სტაბილურია, სადაც დღეში საშუალოდ 2.5 ათას შემთხვევას აფიქსირებენ, ასევე, პოლონეთსა და ჩეხეთში – 0.2-0.3 ათასს.
ამასთანავე, აგვისტოს ბოლო რიცხვებთან შედარებით, სექტემბრის პირველ დღეებში ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი საფრანგეთში განახევრდა, სადაც ბოლო დღეებში, დაახლოებით, 10 ათას ინფიცირებულს არეგისტრირებენ. შემცირებულია რიცხვებში ესპანეთში – დღეში 5 ათასამდე; იტალიაში 7 ათასიდან – 6 ათასამდე; პორტუგალიაში – 3 ათასიდან – 1.7 ათასამდე; საბერძნეთში – 4 ათასიდან – 2.8 ათასამდე ინფიცირებული ვლინდება.