მსოფლიოში სექტემბრის პირველ რიცხვებში კორონავირუსით ინფიცირების ტემპები, აგვისტოს ბოლო დღეებთან შედარებით შემცირებულია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკის მიხედვით, 25 – 31 აგვისტოს პერიოდში მსოფლიოში დღიურმა მაჩვენებელმა 700 ათასიან ზღურბლს 4-ჯერ გადააჭარბა. მაშინ როდესაც სექტემბრის დასაწყისში მსგავსი ციფრი მხოლოდ ერთხელ დაფიქსირდა, სხვა დღეებში სტატისტიკა 600 ათას ინფიცირებულზე მერყეობდა.
1-დან 7 სექტემბერამდე პერიოდში მსოფლიოში 0,5 მილიონით ნაკლები ინფიცირებული გამოვლინდა, ვიდრე ზაფხულის ბოლო დღეებში ფიქსირდებოდა.
დაავადების მნიშვნელოვანი კლება შეინიშნა სამხრეთ ამერიკისა და სამხრეთ აზიის ქვეყნებში. ევროპაში არაერთგვაროვანი ვითარებაა, მაშინ როდესაც ისრაელსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში ინფექციის გავრცელების ტემპები მაქსიმალურად გაიზარდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში კორონავირუსით 221,1 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, 4,57 მილიონზე მეტი გარდაიცვალა.