ევროკომისია პოლონეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვს – “ვარშავა ძირს უთხრის ქვეყნის სასამართლო სისტემას”
“ევროკომისია ევროპულ სასამართლოს მიმართავს, პოლონეთს ფინანსური სანქციები დაუწესოს, ვარშავის მიერ სასამართლოს ორი გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო, რაც ნიშნავს იმას, რომ პოლონეთის ხელისუფლება ძირს უთხრის ქვეყნის სასამართლო სისტემას”, – ამის შესახებ ნათქვამია ევროკომისიის შეტყობინებაში.
პირველ ყოვლისა, ევროკომისია სანქციის დაწესებას ითხოვს 14 ივლისის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო, რომელიც, დროებითი ღონისძიების სახით, მოითხოვდა უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის მუშაობის შეწყვეტას. კომისია სთხოვს სასამართლოს, დააკისროს პოლონეთს ყოველდღიური ჯარიმა დროებითი ზომების სრულად განხორციელებამდე.
მეორე, საქმე ეხება 15 ივლისის გადაწყვეტილების ბოლომდე შესრულებას. სასამართლოს დადგენილებით, პოლონეთის კანონმდებლობა მოსამართლეთა დისციპლინური მოპყრობის შესახებ შეუთავსებელია ევროკავშირის კანონმდებლობასთან.
პოლონეთისთვის დაკისრებული ჯარიმის ოდენობა პროცესის განმავლობაში განისაზღვრება.