სალომე სამადაშვილი – „ქართულ ოცნებას”: დღეს ევროკავშირის წევრი ბევრი ქვეყანა უკვე განიხილავს იმას, რომ უნდა შეწყდეს რეალურად თანამშრომლობა ჩვენს ხელისუფლებასთან

„დღეს ევროკავშირის წევრი ბევრი ქვეყანა უკვე განიხილავს იმას, რომ უნდა შეწყდეს რეალურად თანამშრომლობა ჩვენს ხელისუფლებასთან იმიტომ, რომ ამას არსაით არ მიჰყავს ეს ქვეყანა”, – ამის შესახებ ფრაქცია „ლელო” – პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აუცილებელია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა პარლამენტში დეპუტატების შეკითხვებს უპასუხოს.
„საგარეო საქმეთ მინისტრმა პარლამენტში პასუხი უნდა გასცეს შეკითხვებს, რომლებიც უკავშირდება იმას, რომ დღეს საქართველომ მიაღწია ყველაზე დაბალ ნიშნულს ჩვენს ურთიერთობებში დასავლეთთან, მაშინ როდესაც თქვენ ურცხვად ატყუებთ საქართველოს მოქალაქეებს, რომ ევროკავშირში განაცხადის შეტანას აპირებთ”, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები