ლატვიაში 143 მოზარდი იმ ვაქცინებით აცრეს, რომლებიც არასრულწლოვანთა იმუნიზაციისთვის განკუთვნილი არ არის

ლატვიაში 143 მოზარდს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაუკეთეს, რომელიც ამ ასაკობრივი ჯგუფის იმუნიზაციისთვის განკუთვნილი არ არის.

ამის შესახებ Delfi წერს.

კერძოდ, გასულ კვირას 12-დან 17-წლამდე 117 მოზარდი Janssen-ის ვაქცინით აცრეს, 26 კი – AstraZeneca-თი.

ქვეყნის მედიცინის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, ჯერჯერობით, მიღებულია ერთი საჩივარი გვერდითი ეფექტის შესახებ 17 წლის ასაკის მოზარდისგან, რომელიც Janssen-ის ვაქცინით აცრეს.

ჯანდაცვის მინისტრმა, დანიელ პავლუტსმა თქვა, რომ სპეციალისტები დაუკავშირდნენ აცრილთა ოჯახებს და მონიტორინგი გაუწიეს ბავშვების ჯანმრთელობას. მან ასევე აღნიშნა, რომ “დიდწილად, ეს იყო ადამიანური შეცდომა”.

ლატვიაში 17 მაისიდან 16 წლიდან ახალგაზრდების აცრის ნებართვაა გაცემული, მხოლოდ Pfizer-ის ვაქცინით. 2 ივნისიდან ამავე პრეპარატით ნებადართულია ასევე 12-15 წლის მოზარდების იმუნიზაცია.

30 ივლისიდან 12-17 წლამდე მოზარდებს შეუძლიათ, მიიღონ Moderna-ს ვაქცინა Spikevax-ი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები