ყაზახეთში არარელიგიურ მოქალაქეთა უფლებები დაკანონდება
ყაზახეთში რელიგიის საკითხთა კანონში ცვლილების შეტანა იგეგმება, რომლის ფარგლებშიც მოხდება ისეთი მცნების დანერგვა, როგორიც არის “ურწმუნოთა უფლებები”.
ამის შესახებ ყაზახეთის ინფორმაციისა და სოციალური განვითარების სამინისტროს რელიგიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ერჟან ნუკეჟანოვმა განაცხადა.
”ვცდილობთ, უზრუნველვყოთ როგორც მორწმუნეთა, ისე, ურწმუნეთა უფლებები. ამ მხრივ, ჩვენ ვგეგმავთ, მსოფლიო გამოცდილების საფუძველზე შესწორებების ფარგლებში, შემოვიღოთ ისეთი მცნება, როგორიც არის “ურწმუნოთა უფლებები”. ანუ თუ ამჟამად არსებობს მორწმუნეთა უფლებები, ჩვენ გვსურს, შემოვიტანოთ უფლებები ათეისტებისთვისაც. ჩვენ ვართ სეკულარული სახელმწიფო, კანონი უპირველეს ყოვლისა, განურჩევლად რელიგიისა, კონფესიისა, ეთნიკური წარმომავლობისა“, – თქვა ნუკეჟანოვმა ბრიფინგზე.
ასევე, იგეგმება რელიგიის სფეროში კანონმდებლობის გაუმჯობესება.
“ჩვენი კომიტეტი აგრძელებს მუშაობას რელიგიის სფეროში კანონმდებლობის გაუმჯობესებაზე და ჩვენ ვგეგმავთ ცვლილებების შეტანას რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციის გასამარტივებლად და რელიგიური ღონისძიებების ჩასატარებლად”, – დასძინა კომიტეტის თავმჯდომარემ.