ამერიკელი მსახიობი, მაიკლ კენეტ უილიამსი გარდაიცვალა
ამერიკელი მსახიობი, მაიკლ კენეტ უილიამსი გარდაიცვალა. ის 54 წლის იყო. ამის შესახებ CNN -ი წერს.
მსახიობის ცხედარი ნიუ იორკში, საკუთარ ბინაში იპოვეს.
CNN-ის წყაროს ცნობით, გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა, ნარკოტიკებით ზედოზირება გახდა.
მაიკლ კენეტ უილიამსმა კარიერის განმავლობაში ფილმებში 50-ზე მეტი, ტელესერიალებში კი 30-ზე მეტი როლი შეასრულა. ყველაზე დიდი პოპულარობა მას HBO-ს სერიალ Wire-ში შესრულებულმა, ომარ ლითლის როლმა მოუტანა.