წარმატებული ქალი, რომელსაც ამერიკის ელჩი პირადად ესტუმრა ოზურგეთში, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობს

ნინო ჭანიშვილი პარტია “ქართული ოცნების” პროპორციულ სიაში პირველი ქალია და ადგილობრივ არჩევნებში ოზურგეთის საკრებულოს წევრობისთვის იბრძოლებს. იგი ოზურგეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავტოსკოლის დამფუძნებულია, რომელიც მომავალ მძღოლებს ხარისხიან და თანამედროვე განათლებას აძლევს და ამზადებს.

ნინო ჭანიშვილი და “ნინოს ავტოსკოლა” 2021 წელს “ბიზნეს პერსონა”-ს კონკურსის ნომინანტი და ტიტულის მფლობელია.

ნინო ჭანიშვილს 2021 წლის ივლისში აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ოზურგეთში პირადად სტუმრობდა, რადგან ნინო და მისი ავტოსკოლა USAID-ის “წარმატებული ბიზნესისა და ეკონომიკური ზრდის პროგრამის” ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მონაწილეა. ვიზიტის დროს, ნინომ ამერიკის ელჩს გურული ყაბალახი გადასცა საჩუქრად.

ნინო ჭანიშვილს თბილისის პოლიტიკური აკადემია აქვს დამთავრებული და პროფესიით დიპლომატია. იგი აქამდე კერძო სექტორში მუშაობდა, სადაც 14-წლიანი გამოცდილება დააგროვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები