„პეიზაჟი“ და ლევ ბაიახჩევის დაბადების დღე
7 სექტემბერს, ქართველი ფერმწერი და გრაფიკოსი – ლევ ბაიახჩევი დაიბადა. მას 91 წელი შეუსრულდებოდა.
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი აქვეყნებს მხატვრის სურათს – „პეიზაჟი“,
„ლევ ბაიახჩევის რომანტიკულ-პოეტური ნატურმორტები, პეიზაჟები თუ ქალაქური სცენები წარსულისადმი ნოსტალგიურ შეგრძნებებს გაგვახსენებს. მისი ხელწერა ავლენს სტილისტურ ბმას ალბერტ დილბარიანთან. ბაიახჩევის საგნობრივ სახეობრიობაში იკვეთება სტილიზაციის ინდვიდუალური ფორმა, რაც გულისხმობს ფიგურათა აგებას დეფორმაციის პრინციპზე. მსგავსი მეთოდით, საკუთრივ პორტრეტებში, ვლინდება პიროვნების, სულიერების და ფსიქოლოგიზმის სიღრმისეული წვდომა. ყველა ჟანრის თუ სტილის ნამუშევარში წამყვანია ნოსტალგიურ-მელანქოლიური განწყობა, რაც მხატვრის რომანტიულ თვალთახედვაზე მეტყველებს“, – აღნიშნულია ქართლი სახვითი ხელოვნების მუზეუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სურათზე: ლევ ბაიახჩევი. „პეიზაჟი“. 1992. ტილო, ზეთი. ნამუშევარი დაცულია ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის კოლექციაში.