მესტიაში მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

15-19 სექტემბერს, მესტიის კულტურისა დახელოვნების სახლში,  მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების ფესტივალი ჩატარდება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალი ყველა რეგულაციის დაცვით გაიმართება.
ფესტივალზე შემოსულია 2400 მეტი ფილმი. ფილმპორტალიდან  “Filmfreeway” – 2320, ხოლო დანარჩენი ფილმები – ელექტრონულად.
პროფესიონალების მიერ შეირჩა 30 მოკლემეტრაჟიანი და 8 მთის თემატიკის ფილმი.
მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალის ჟიური:
ნანა ჯორჯაძე (საქართველო); ზვიად დოლიძე (საქართველო); ბარბარა გასერი (ამერიკა-ავსტრია); ერვე შნაიდი (საფრანგეთი); ემილის ველივი (ლიტუა).
აფიშის დიზაინის ავტორია გიორგი მამულაშვილი;  ფესტივალის ლოგოს დიზაინერია – ლაშა გიორგაძე.
იხ. პროგრამა:
https://drive.google.com/file/d/1_WGWlYRHhD-dc2lR6F1zVgB2gkJhlYUC/view?fbclid=IwAR3Dui_1Uwp_StyfX_dCMFf4Kouex8VXWlbSKnI7kZXJlMTqOhQ5t6BJe-Y

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები