,,ქართული ოცნების“ სენაკის მერობის კანდიდატი საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

,,ქართული ოცნების“ სენაკის მერობის კანდიდატი საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.

კანდიდატის პრესსამსახურის ინფორმაციით, ,,ქართული ოცნების“ სენაკის მერობის კანდიდატი საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთან გია ადამიასთან და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრობის კანდიდატებთან ერთად შეხვდა.

“ჩემთვის განსაკუთრებულ პატივისცემას და მოკრძალებას იმსახურებს ყველა ის ადამიანი, ვინც ექიმის და პედაგოგის პროფესიები აირჩია.
ჩვენს მედიკოსებს და სააფთიაქო ქსელების წარმომადგენლებს ჩემი სამომავლო გეგმები გავაცანი და მადლობა გადავუხადე დაუღალავი მუშაობისთვის, რომელსაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე აგრძელებენ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გადასარჩენად.
შეხვედრაზე ასევე გულახდილად ვისაუბრეთ “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან დღემდე საგანმანათლებლო და სკოლამდელი აღზრდის სფეროებში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე, რომლებიც გათვლილი იყო სკოლის, მოსწავლის, საბავშვო ბაღის, აღსაზრდელისა და პედაგოგის საჭიროებებზე.
დიდი მადლობა მათ გულთბილი და საინტერესო შეხვედრისთვის. ჩვენ ერთად არაერთ მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ”, – განაცხადა ,,ქართული ოცნების“ სენაკის მერობის კანდიდატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები