ლევან ანდრიაშვილი: ვიზრუნებ, რომ თელავი თავისი მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით საცხოვრებლად მიმზიდველი გავხადოთ

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თელავის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს. ლევან ანდრიაშვილმა, ამჯერად, დასავლეთ თელავის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობა მოინახულა და მათ თელავის სამომავლო განვითარების გეგმა გააცნო. ინფორმაციას კანდიდატის პრესსამსახური ავრცელებს.

” აქტიური საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატთან, მიხეილ დაღუნდარიძესთან ერთად, შეხვედრები გავმართე დასავლეთ თელავის ადმინისტრაციული ერთეულის მცხოვრებლებთან.

მათ ჩემი ხედვა და მიზნები გავაცანი თელავის სამომავლო განვითარების შესახებ.
მოსახლეობისგან მოვისმინე პრობლემური საკითხები, რაც გულისხმობს ნონეშვილის ქუჩის ქვაფენილისა და სასაფლაოს ტერიტორიის მოწესრიგებას, ზუზუმბოს ტერიტორიაზე საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემის მოწესრიგებას და ყადორის გორაზე არსებული ქუჩების რეაბილიტაციას.

ვიზრუნებ, რომ ქალაქი თელავი თავისი მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით საცხოვრებლად მიმზიდველი გავხადოთ არამხოლოდ ჩამოსული ვიზიტორებისთვის, არამედ, პირველ რიგში, აქ მცხოვრები მოსახლეობისთვის”,- აღნიშნა ლევან ანდრიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები