იტალიის პროკურატურა Telegram-ს სთხოვს, ანტივაქსერთა ჩათი დაბლოკოს

ტურინის პროკურორებმა სოციალურ ქსელ Telegram-ს მიმართეს თხოვნით, დაიბლოკოს ანტივაქსერთა ჩათი – “არა დიქტატურას” (Basta Dittatura).

ამის შესახებ Ansa წერს.

აღინიშნება, რომ ჩათს იყენებენ ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციასა და კოვიდსერთიფიკატების გამოყენებას. ასევე, ჩათში გამოქვეყნებულია ზოგიერთი ჩინოვნიკისა და ექიმის პირადი ნომრები, რომელთა მიმართ ისინი მტრულად არიან განწყობილნი.

არსებული ინფორმაციით, კომპანიას მოთხოვნაზე პასუხი ჯერ არ გაუცია. პროკურატურაში შემდგომ იურიდიულ ნაბიჯებსაც არ გამორიცხავენ, თუ პირველმა შედეგი ვერ გამოიღო.

Ansa წერს, რომ ქვეყანაში უკვე იყო მუქარის შემთხვევები ოფიციალური პირების, ექიმებისა და სხვების მიმართ.

ასევე, ცოტა ხნის წინ ქუჩაში ცნობილ ვირუსოლოგ მატეო ბასეტისთან უცნობი პირი მივიდა და უთხრა, რომ ხელისუფლება “აპირებს ყველას მოკვლას ამ ვაქცინებით და ჩვენ ამის გამო პასუხს გაგებინებთ”.

კოვიდპასპორტის ერთ-ერთი მოწინააღმდეგე La Repubblica- ს ოპერატორს დაესხა თავს, რომელიც რომში პროტესტებს აშუქებდა. ასევე, ცნობილია, რომ მასწავლებელს, რომელიც კოვიდსერთიფიკატების გამოყენების მომხრეა, წერილი გაუგზავნეს, კონვერტში ასევე ვაზნა იდო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები