სოზარ სუბარი უზბეკეთის რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, სოზარ სუბარი უზბეკეთის რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა, რომელშიც, პარლამენტის წევრებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრის ძირითად თემას თვითმმართველობის მუშაობაში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმები და, ამ კუთხით, ჩვენი ქვეყნის გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.
სოზარ სუბარი სტუმრებს მოახლოებულ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე და ამ მიმართულებით არსებულ საკანომდებლო ნორმებზე ესაუბრა.
შეხვედრისას, ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებსა და ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრეს.