შალვა პაპუაშვილი: სააკაშვილი არ გახლავთ საქართველოს მოქალაქე, სამწუხარო რეალობაა, რომ მას გავლენა აქვს გარკვეულ ჯგუფებზე

“სამწუხარო რეალობაა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე ჩართულია წინასაარჩევნო კამპანიაში, იცით, რომ ეს კანონით არის აკრძალული”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, შალვა პაპუაშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ დღეისთვის დაანონსებულ განცხადებას.

მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ სააკაშვილს გარკვეულ ჯგუფებზე გავლენა აქვს.

“2 ოქტომბერს გაიმართება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, სადაც საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ საქართველოს მოქალაქეებს სხვადასხვა პოზიციაზე. მიხეილ სააკაშვილი არ გახლავთ საქართველოს მოქალაქე, მან უარი თქვა საკუთარი სამშობლოს მოქალაქეობაზე, მან თავადვე ამით ყველაფერი თქვა, თუ რა დამოკიდებულება აქვს საკუთარ სამშობლოზე. სამწუხარო რეალობაა, რომ მას გავლენა აქვს გარკვეულ ჯგუფებზე”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები