ამირან გამყრელიძე: ჩემი საქმიანობა მიმართულია მხოლოდ ადამიანების ჯანმრთელობის დაცვისკენ

“ჩემი საქმიანობა მიმართულია მხოლოდ ადამიანების ჯანმრთელობის დაცვისკენ”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

“აბსოლუტურად აპოლიტიკური ვარ, არ ვმონაწილეობ პოლიტიკურ პროცესებში და არც პოლიტიკურ ინტერპრეტაციებს ვაძლევ რამეს. ჩემი საქმიანობა მიმართულია მხოლოდ ადამიანების ჯანმრთელობის დაცვისკენ. ჩემს ნათქვამს მისცეს პოლიტიკური ინტერპრეტაცია, რაც არ მსიამოვნებს. მე ვთქვი, რომ საკოორდინაციო საბჭო საკმაოდ მრავალრიცხოვანი ორგანოა და ექიმები ვართ რიცხობრივ უმცირესობაში.

საკოორდინაციო საბჭოში, ექიმების გარდა, შედიან ყველა სფეროს წარმომადგენლები და ხელმძღვანელები. ყველა გადაწყვეტილება მიიღება ფართო განხილვისა და კონსენსუსის წესით. გასაგებია, რომ ჩვენი, ექიმების ყველა რეკომენდაციის გათვალისწინება არ ხდება, რადგან იქ კარგად იზომება და იწონება თითოეული გადაწყვეტილების სოციალური, ეკონომიკური, ფისკალური და ა.შ. ეფექტები და შესაბამისად მიიღება გადაწყვეტილება. ექიმებს რომ ყველაფერს არ დაგვიჯერებენ და ყველა ჩვენი სიტყვა არ გადის, ეს ანა-ბანაა. ძალიან გთხოვთ, ნუ მივცემთ ამას პოლიტიკურ ინტერპრეტაციას. არ ვერევი პოლიტიკაში, ეს არის ზეპოლიტიკური საკითხი. პანდემიას ერთად უნდა ვებრძოლოთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები