ეკატერინე ტიკარაძე: სავარაუდოდ, მხარს დავუჭერთ სატრანსპორტო გახსნებს
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ჯანდაცვის უწყება საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენას, სავარაუდოდ, მხარს დაუჭერს.
“ჩვენ, სავარაუდოდ, მხარს დავუჭერთ სატრანსპორტო გახსნებს, რათა ეფექტურად შეძლონ მოქალაქეებმა გადაადგილება სწავლის პროცესში აქტიურად ჩართვისთვის. ხვალ ჩვენ მოვისმენთ შრომითი ინსპექციის მხრიდან ეფექტურ ღონისძიებებს, რაც შეიძლება, გატარდეს ტრანსპორტში, რათა არ მოხდეს იქ გაზრდილი მობილობის შედეგად ინფექციის გავრცელება და არ დავუბრუნდეთ იმ ნიშნულს, რომელზეც ვიყავით”, – აღნიშნა “დღის კურიერში” ეკატერინე ტიკარაძემ.