ქაბულში, პრეზიდენტის სასახლესთან ქალების უფლებების დაცვის მოთხოვნით აქცია გაიმართა

ქაბულში, პრეზიდენტის სასახლესთან, ავღანელი ქალების ჯგუფმა აქცია გამართა.

შეკრებილებს ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერით: “ქალების და კაცების უფლებები თანასწორია!”, “ქალების გარეშე საზოგადოება მკვდარია!”.

საპროტესტო აქციის მონაწილეთა სახელით, სამირ ჰაიირჰავი გამოვიდა და თქვა, შეკრებილების ერთ-ერთი მოთხოვნაა იყოს უზრუნველყოფილი ქალების მონაწილეობა ახალ მთავრობაში.

”ქალების გარეშე საზოგადოება ვერასდროს განვითარდება. ჩვენ ვითხოვთ ქალებს გამოუყონ ადგილები ახალ მთავრობაში,” – თქვა ჰაიირჰავმა.

როგორც დღეს “თალიბანის” წარმომადგენელმა

ახალ მთავრობაში ქალები არ იქნებიან ზაბიულა მუჯაჰიდმა თქვა, ავღანეთის ახალი მთავრობა უმოკლეს დროში იქნება ფორმირებული, მასში წინა მთავრობის მინისტრებიც შევლენ, მაგრამ ქალი-მინისტრები არ იქნებიან.

კითხვაზე, შევლენ თუ არა ქალები ქვეყნის ახალ მთავრობაში, მუჯაჰიდმა თქვა, ”არა როგორც მინისტრები, არამედ ყურანის წესების დაცვით და შარიათის კანონის შესაბამისად, ქალებს შეუძლიათ, მაგალითად, იმუშაონ სამინისტროებში, პოლიციაში ან მაგალითად, სასამართლო სისტემაში. როგორც თანაშემწეები.”

გარდა ამისა, მისი თქმით, ავღანელ ქალებს შეეძლებათ სწავლა უნივერსიტეტებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები