იაპონიის პრემიერი თანამდებობიდან მიდის – ერთ-ერთ მიზეზად ოლიმპიადა სახელდება
იაპონიის პრემიერმინისტრმა, იოშიჰიდე სუგამა განაცხადა, რომ მმართველი პარტიის ლიდერის პოსტზე გადარჩევისთვის არ იბრძოლეს. აღნიშნული კი ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ მისი უფლებამოსილების ვადა მალე ამოიწურება.
სუგა იაპონიის პრემიერი ერთი წლის წინ, მას შემდეგ გახდა, რაც მისმა წინამორბედმა, შინზო აბემ თანამდებობა ჯანმრთელობის მიზეზით დატოვა.
მმართველ ლიბერალ -დემოკრატიული პარტიის (LDP) ახალი ლიდერის არჩევა 29 სექტემბერს არის დაგეგმილი – ის, ავტომატურად, პრემიერმინისტრის სავარძელსაც დაიკავებს.
სუგას გადაწყვეტილება არავისთვის აღმოჩნდა მოულოდნელი.
ჯერ კიდევ ტოკიოს ოლიმპიადის დაწყებამდე, BBC-თან საუბარში ექსპერტები ასეთ შედეგს პროგნოზირებდნენ, რადგან თამაშების ჩატარების გადაწყვეტილებამ, პანდემიის მიუხედავად, და იაპონელების უმრავლესობის სურვილის საწინააღმდეგოდ, ძლიერი დაარტყმა მიაყენა პარტიისა და თვითონ სუგას რეიტინგს.
იაპონიაში ამჟამად მძიმე ეპიდვითარებაა. ვაქცინაცია ნელი ტემპებით მიმდინარეობს, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს.