სამოქალაქო საზოგადოება და მესამე სექტორი სამოქალაქო საარჩევნო კომისიას აფუძნებენ

“საზოგადოებრივი ინიციატივების ასოციაციისა” და მოძრაობა “სირცხვილიას” ინიციატივით, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის სამოქალაქო საარჩევნო კომისია იქმნება.

როგორც “სირცხვილიას” აქტივისტმა, შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა, კომისიის მიზანი არჩევნების საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით, გამჭვირვალედ და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარება იქნება.

“ამ მიზნით, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის ვაერთიანებთ ძალისხმევას, რათა უზრუნველვყოთ: წინასაარჩევნო და საარჩევნო დარღვევების მონიტორინგი, მათზე რეაგირება; არჩევნების შედეგების ალტერნატიული დათვლა და დროული გამოქვეყნება; არჩევნების შეფასება და შედეგების მიწოდება როგორც ადგილობრივი, ისე – საერთაშორისო პარტნიორებისთვის”, – თქვა დიღმელაშვილმა.

მისივე განმარტებით, კომისიას ექნება ვებგვერდი – cec.org.ge, სადაც წინასაარჩევნო პერიოდში და კენჭისყრის დღეს დაფიქსირებული დარღვევების შესახებ ინფორმაცია და, ასევე, საარჩევნო ოქმები აიტვირთება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები