ბრიგადის გენერალი, ირაკლი ჭიჭინაძე ნორვეგიის სამეფოს ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი, ირაკლი ჭიჭინაძე ნორვეგიის სამეფოს ელჩს საქართველოში, ჰელენე სანდ ანდრესენს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ელჩმა ქართულ მხარეს ავღანეთის ისლამური რესპუბლიკიდან ნორვეგიის მოქალაქეების  ევაკუაციის პროცესში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ჰელენ სანდ ანდრესენმა საქართველოს თავდაცვის ძალებთან ნაყოფიერ თანამშრომლობას გაუსვა ხაზი, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები