კახა კალაძე: ჩემი მეუღლის კომპანიას სახელმწიფო უწყებებთან შეხება არასდროს ჰქონია

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მისი მეუღლის, ანუკი არეშიძის კომპანია სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებს ფორმებს უკერავს – სიცრუეა.

მისივე თქმით, ანუკი არეშიძეს არასდროს, არცერთ ტენდერში მონაწილეობა არ მიუღია.

„სიცრუე და ტყუილია… ჩემი მეუღლის კომპანიას არასდროს ჰქონია შეხება სახელმწიფო უწყებებთან, არასდროს რამე ტენდერში მიუღია მონაწილეობა, არც ახლა და არც მომავალში, ეს ასე იქნება“, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები