კახა კალაძე: გახარიასთან შეხვედრა გუშინ დილით შედგა, სიმართლე გითხრათ, ვერაფერი გავიგე, შეხვედრის მიზანი, მიზეზი

“ერთადერთი, რაც ითქვა შეხვედრაზე, ის იყო, რომ აყენებდა კანდიდატურას და არ უნდოდა, ტელევიზიიდან გამეგო”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ “საქართველოსთვის” ლიდერსა და თბილისის მერობის კანდიდატთან, გიორგი გახარიასთან გუშინ გამართულ შეხვედრაზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

კალაძის თქმით, შეხვედრის მიზეზი და მიზანი მისთვის გაუგებარია.

„შეხვედრა ერთხელ შედგა, რამდენჯერმე განხორციელდა ზარი. ადამიანურად, თავს მივეცი უფლება, ამდენი ხანია, ერთად ვიყავით. მითხრა, რომ შეხვედრის სურვილი ჰქონდა. ვუთხარი, რომ მერიაში ვიყავი და მოვიდა მერიაში. გუშინ დილით მოხდა ეს შეხვედრა, მთავრობის სხდომამდე რამდენიმე წუთით ადრე. სიმართლე გითხრათ, ვერაფერი გავიგე, შეხვედრის მიზანი, მიზეზი… ერთადერთი, რაც ითქვა შეხვედრაზე, ის იყო, რომ აყენებდა კანდიდატურას და არ უნდოდა, ტელევიზიიდან გამეგო. თავად გადაწყვიტა, რომ მას ეთქვა ეს ყველაფერი. დანარჩენი, გულწრფელად გეტყვით, ვერაფერი გავიგე“, – განაცხადა კალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები