2 სექტემბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 1 235 386 აცრა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2 სექტემბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია კორონავირუსის საწინააღმდეგო 1 235 386 აცრა.

მათივე ცნობით, 1 დოზით ვაქცინირებულია 813 601 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 28.5%.

“სრულად ვაქცინირებულია 421 785 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 14.8%.

1 სექტემბერს აიცრა 23 916 ადამიანი”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები