ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი პარტია არის უალტერნატივო დღეს, ოპოზიციამ იცის, რომ სასტიკად მარცხდება, ჩვენ ჩავატარებთ ძალიან დემოკრატიულ, გამჭვირვალე არჩევნებს და კიდევ ერთხელ საქართველო გაიმარჯვებს

“ჩვენი პარტია არის უალტერნატივო დღეს, ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველა არჩევნებს ვიგებთ ჩვენი ხალხის გვერდში დგომით, მხარდაჭერით და ამ არჩევნებსაც, რა თქმა უნდა, მოვიგებთ”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ოპოზიციამ იცის, რომ მარცხდება და, ამიტომ, წინასწარ იწყებს სპეკულაციებს.
„ოპოზიციამ იცის, რომ მარცხდება, თანაც, მარცხდება სასტიკად, მათ არ აინტერესებთ არც არჩევნები, არც არჩევნების შედეგები და წინასწარ იწყებენ სპეკულაციებს და პროვოკაციებზე საუბარს. რა თქმა უნდა, ჩვენ ამასაც ძალიან მშვიდად და მტკიცედ ჩავამთავრებთ. ჩავატარებთ ძალიან დემოკრატიულ, გამჭვირვალე არჩევნებს და კიდევ ერთხელ საქართველო გაიმარჯვებს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები