არჩილ თალაკვაძე: ჩვენ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ
“ვინ იქნება მესამე, ვინ მეოთხე და ვინ დაიკავებს შემდეგ ადგილებს, საზოგადოების გადასაწყვეტია, ჩვენ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ პოლიტიკური გაერთიანება “მესამე ძალის” შექმნასთან დაკავშირებით განაცხადა.
„ჩვენ შევქმენით ისეთი ტიპის დემოკრატია, სადაც ყველა პოლიტიკურ პარტიას, ვისაც აქვს რეალური პოლიტიკური გეგმა, პროგრამა და ჰყავს რეალური ლიდერები, საშუალება აქვს, მოსინჯოს ძალები დემოკრატიულ და თავისუფალ არჩევნებში. ვინ იქნება მესამე, ვინ მეოთხე და ვინ დაიკავებს შემდეგ ადგილებს, ეს არის არჩევნებში ჩვენი საზოგადოებისა და მოქალაქეების გადასაწყვეტი. დღეს რაც დადასტურებულია არაერთი არჩევნებით და იცის საზოგადოებამ, არის იქ, რომ „ქართულ ოცნებას” აქვს მაღალი მხარდაჭერა და ამ არჩევნებშიც გარწმუნებთ, რომ ჩვენს მხარდამჭერებთან ერთად დამაჯერებლად გავიმარჯვებთ”, – განაცხადა თალაკვაძემ.