გია აბაშიძე: გახარიას ფლანგი “ქართულ ოცნებას” ადანაშაულებს, რომ “ნაცმოძრაობას” დაემგვანა, ამ დროს, სააკაშვილის სექტაზე ვერაგულ ქმედებებსა და განცხადებებშია შემჩნეული

ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, სადაც პარტია ,,საქართველოსთვის’’ წევრი, ალეკო ხოჯევანიშვილი ზაზა სარალიძეს კონვერტს გადასცემს.

ანალიტიკოსის თქმით, პოლიტიკა, მართლაც ბინძურია, როდესაც მასში “ცხვრის ტყავში გახვეული” ბინძური სუბიექტები მონაწილეობენ.

,,პოლიტიკა მართლაც ბინძურია, როცა მასში “ცხვრის ტყავში გახვეული” ბინძური სუბიექტები მონაწილეობენ. გახარიას ფლანგი “ქართულ ოცნებას” ადანაშაულებს, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” დაემგვანა და, ამ დროს, სააკაშვილის სექტაზე ვერაგულ ქმედებებსა და განცხადებებში არიან შემჩნეულნი. არსებობს მსხვილად გავლებული წითელი ხაზები, რომელთა გადაკვეთა დაუშვებელია! არ შეიძლება შვილმკვდარი მამის, ზაზა სარალიძის ვერაგ, მოკლევადიან პოლიტიკანურ თამაშებში გამოყენება! არ ვაყენებ შეურაცხყოფას ბატონ ზაზას, ის არაა ვალდებული, ერკვეოდეს ბინძურ PR-ტექნოლოგიებში, რომელთა მსხვერპლიც ის ახლაა. გაბოროტებული შეურაცხყოფის კასკადი, რომელიც მისი “ფეისბუქიდან” პრემიერ ღარიბაშვილის მისამართით ამ ბოლო პერიოდში მოედინება, სწორედაც რომ ბინძური ოპოზიციონერი პოლიტიკანების ხელწერას უკავშირდება”, – წერს გია აბაშიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები