დარეჯან ლიპარტელიანი გახარია-ხოჯევანიშვილის მიერ ზაზა სარალიძის შესაძლო მოსყიდვის შესახებ საუბრობს და სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს

ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში გახარია-ხოჯევანიშვილის მიერ ზაზა სარალიძის შესაძლო მოსყიდვის შესახებ საუბრობს და სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს.

“დღეს გამოვაქვეყნე პოსტი გახარია-ხოჯევანიშვილის მიერ ზაზა სარალიძის შესაძლო მოსყიდვის შესახებ, რომელმაც ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახს დღეს საჯაროდ აგინა, თავის ფბ-ის გვერდზე… სარალიძის პოსტს მე გამოვეხმაურე და ჩემმა პოსტმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია და “მესენჯერ”-ში ასეულობით ადამიანმა მომწერა, სხვადასხვა შინაარსის მაკომპრომიტებელი შინაარსის ტექსტი, სადაც ხსენებული ტანდემი და ფინანსური მოსყიდვა დასტურდება, მაგრამ ჩემი ყურადღება მხოლოდ ერთ-ერთმა ვიდეომ მიიქცია, რომელიც ახლახან მომაწოდა, “ფეისბუქ”-ის ერთმა მომხმარებელმა. გთავაზობთ ვიდეოს და ამ ვიდეოს ხილვის შემდეგ დასკვნა თქვენთვის მომინდვია… გადავირიე, მაგრად მეწყინა ეს უნამუსობა, რაც მე ამ ვიდეოზე ვიხილე, ალეკო ხოჯევანიშვილი სარალიძეს რაღაც კონვერტს აძლევს…

ეს ფაქტი რამდენიმე დღის წინ მომხდარა და ვიდეოც მაშინ ჩაიწერა”, – წერს ლიპარტელიანი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები