სალომე ზურაბიშვილი მოლდოვას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მოლდოვას დამოუკიდებლობის 30-ე წლისთავს ულოცავს. შესაბამისი განცხადება ზურაბიშვილმა Twitter-ზე გამოაქვეყნა.
„გულითადად ვულოცავ მოლდოველ ხალხსა და პრეზიდენტ სანდუს დამოუკიდებლობის 30-ე წლისთავს! ჩვენი ერთობლივი, წინ მიმავალი გზა მიზანდასახულობისა და ჩვენი ევროპული ისტორიის მიერ ჩამოყალიბებული საერთო ღირებულებების გზაა“, – წერს პრეზიდენტი.