ეკატერინე ტიკარაძე: ეპიდვითარების კუთხით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში საგანგაშო პროცესი არ მიმდინარეობს

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ეპიდვითარების კუთხით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში საგანგაშო პროცესი არ მიმდინარეობს.

მისივე თქმით, აღნიშნულ დაწესებულებებში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებულ ყველა მოთხოვნას იცავენ.

„რამდენიმე შემთხვევაა, რაზეც მოხდა ერთობლივი რეაგირება. ისინი იცავენ ყველა იმ მოთხოვნას, რაც ჩვენგანაა დაყენებული. ეპიდემიოლოგები მუშაობენ და საგანგაშო პროცესი არ მიმდინარეობს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები