საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ქაბულის აეროპორტთან მომხდარ ტერაქტს გმობს.
როგორც ზურაბიშვილი „ტვიტერში“ წერს, საქართველო ძალადობის წინააღმდეგ სოლიდარობას გამოხატავს.
„მკაცრად ვგმობ ქაბულში მომხდარ ტერაქტს. ვლოცულობ იმ ავღანელი სამოქალაქო პირებისა და ამერიკელი სამხედროებისთვის, რომლებიც თავდასხმის მსხვერპლნი გახდნენ. საქართველო განაგრძობს წვლილის შეტანას ევაკუაციის პროცესის მხარდაჭერაში და ძალადობის წინააღმდეგ სოლიდარობას გამოხატავს”, – წერს ზურაბიშვილი „ტვიტერში“.
ბოლო მონაცემებით, ქაბულში აფეთქებების შედეგად, სულ მცირე, 90 ადამიანი დაიღუპა, 150-ზე მეტი კი დაშავდა.