ეკატერინე ტიკარაძე: შრომის ინსპექცია ახდენს ყველა იმ დაწესებულების დალუქვას, რომელიც, დაწესებული რეგულაციების მიუხედავად, მაინც ახორციელებს საქმიანობას
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, შრომის ინსპექცია ახდენს ყველა იმ დაწესებულების დალუქვას, რომელიც, დაწესებული რეგულაციების მიუხედავად, საქმიანობას მაინც ახორციელებს.
“შრომის უსაფრთხოების ინსპექცია მუდმივ რეჟიმშია ამ პროცესში. ისინი ლუქავენ ყველა იმ დაწესებულებას, რომელიც მათი მხრიდან არის აღმოჩენილი. ეს არის საკმაოდ ახალგაზრდა სიპი, სადაც ეტაპობრივად ვამატებთ ჩვენ თანამშრომლებს და დღესდღეობით ჩვენ გვყავს 100-მდე თანამშრომელი. რა თქმა უნდა, ეს რესურსი არ არის საკმარისი, რომ სრულიად საქართველოს მაშტაბით 100%-იანი სიზუსტით მოვახდინოთ ყველა დაწესებულების აღწერა, თუმცა, ყველა მსგავსი შემთხვევა რეაგირების გარეშე არ რჩება. არის მკაცრი მითითება, გაფრთხილების შემდეგ კი ეს დაწესებულებები ილუქება. ასეთი შემთხვევა გუშინ თბილისში დაფიქსირდა და იყო მითითება, რომ ეს დაწესებულება უნდა დალუქულიყო” , – განაცხადა ტიკარაძემ.