დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი: 27 აგვისტოდან იზღუდება Sinopharm-ის ვაქცინის პირველი დოზით ადმინისტრირება, ვაქცინის დამატებითი პარტიის მიღებამდე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2021 წლის 27 აგვისტოდან იზღუდება Sinopharm-ის ვაქცინის პირველი დოზით ადმინისტრირება (როგორც წინასწარი ჯავშნით, ასევე, ცოცხალი რიგით) ვაქცინის დამატებითი პარტიის მიღებამდე.

მათივე ცნობით, შეზღუდვა არ ეხება იმ პირებს, ვინც პირველი დოზით აცრის ჯავშანი გააკეთა ა.წ. 27 აგვისტომდე ნებისმიერი მომდევნო თარიღისთვის.

“შეუფერხებლად გრძელდება მოქალაქეების აცრა Sinopharm-ის ვაქცინის მეორე დოზით.

პირველი დოზით აცრის მსურველებმა დაჯავშნეთ და აიცერით ,”პფაიზერ”-ის, “ასტრაზენეკა”-სა და “სინოვაკ”-ის ვაქცინებით”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები