პროკურატურამ რუსთავში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ რუსთავში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დ.ჯ.-ს ბრალდება წარუდგინა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 24 აგვისტოს, რუსთავში, დ.ჯ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი ფიზიკური კონფლიქტის დროს შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით მეზობელს ა.პ.-ს ბლაგვი საგნით თავის არეში რამდენიმე დაზიანება მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად ა.პ. ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა დ.ჯ. იმავე დღეს რუსთავში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახით 7 დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, რუსთავის საქალაქო სასამართლომ დ.ჯ. -ს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.