გურამ მაჭარაშვილი: ოპოზიციას არჩევნების გადადება არ უშველის, მარცხი უნდა მიიღოს

“ოპოზიციას არც არჩევნების გადადება, არც გადმოწევა და თარიღის შეცვლა არ უშველის, ის მარცხი უნდა მიიღოს, რასაც 2 ოქტომბერს საზოგადოება გაუფორმებს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის მიზანი დესტრუქციის მოწყობაა.

“მათი ძირითადი საბაბი და მოტივი გასაგებია, საკუთარი კვლევები ნახეს, რომ იქ სახარბიელო მდგომარეობა არ აქვთ და მიზეზებს ეძებენ. ოპოზიციას არც არჩევნების გადადება, გადმოწევა და თარიღის შეცვლა არ უშველის. ოპოზიციამ ის მარცხი მიიღოს, რასაც 2 ოქტომბერს მოსახლეობა გაუფორმებს. ამის შემდეგ კარგად უნდა დაჯდეს და, 2024 წლისთვის თუ კარგად მოემზადებიან, საზოგადოებამ შეიძლება, გადახედოს თავის გადაწყვეტილებას, სხვა შემთხვევაში, საერთაშორისო პარტნიორებთან ცრუ ინფორმაციებს გაგზავნა თუ კოვიდის გამოყენება პოლიტიკური ინტერესებისთვის არ უშველით, რადგან საზოგადოება პოლიტიკურად ძალიან გაიზარდა. ცდილობენ, დრო მოიგონ და ამინდი შექმნან, დესტრუქცია მოაწყონ და ა.შ. ისინი ამას არც მალავენ. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ რაც შეიძლება ცუდი იყოს, “ქართულ ოცნებას” უნდა მიეწეროს. მათი მცდელობა იმდენად უსუსურია, რომ აქაც ერთიანი არ არიან, ვიღაც თავს იკავებს, ვიღაც არჩევნების მომხრეა”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები