მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა მაჩვენებელი გასულ კვირას დასტაბილურდა, თითქმის, ორთვიანი ზრდის ფონზე.
ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გენრეისუსმა ჟენევაში, ბრიფინგზე განაცხადა.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, საუბარია “ძალიან მაღალ ნიშნულზე დასტაბილურებაზე”.
კერძოდ, 16-33 აგვისტოს პერიოდში მსოფლიოში 4,5 მილიონი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 68 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.
გებრეისუსის თქმით, ვირუსის გავრცელება არ არის ერთნაირი სხვადასხვა რეგიონში, ქვეყნებში, პროვინციებსა და ქალაქებში.
”ზოგი ქვეყანა და რეგიონი კვლავ განიცდის COVID-19 შემთხვევებისა და გარდაცვლილთა რაოდენობის მკვეთრ ზრდას, ზოგ ქვეყანაში კი პირიქით, შემცირებაა”, – თქვა მან.
როგორც გებრეისუსმა აღნიშნა, “სანამ ეს ვირუსი სადმე მაინც ცირკულირებს, ის საფრთხეს ქმნის ყველგან”.