CNN: ქაბულის აეროპორტთან ტერაქტები მზადდება

“ისლამური სახელმწიფო-ჰორასანის” წევრები ქაბულის აეროპორტის მისადგომებთან რამდენიმე ტერაქტს გეგმავენ.

ამის შესახებ CNN პენტაგონში წყაროზე დაყრდობით იტყობინება.

როგორც ტელეკომპანია აღნიშნავს, აშშ-ის ხელისუფლებაში შიშობენ, რომ ტერორისტებს აეროპორტში ქაოსის დათესვა უნდათ.

CNN-ის წყაროების თანახმად, აშშ-ის დაზვერვას აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “ისლამური სახელმწიფო-ჰორასანს” “აქვთ შესაძლებლობა და გეგმავენ, განახორციელონ რამდენიმე თავდასხმა“.

ასევე, მედიასაშუალება ხაზს უსვამს, რომ ბოლო დროს აშშ-ის დაზვერვა აფიქსირებს ექსტრემისტების მხრიდან მუქარების ნაკადს.

ამერიკის ხელისუფლების შიში გამძაფრდა მას შემდეგ, რაც, “თალიბანის” მიერ ქაბულის აღების პარალელურად, ავღანეთის ორი ციხიდან “ისლამური სახელმწიფოს” 100-მდე მომხრემ შეძლო გაქცევა.

CNN აღნიშნავს, რომ “ისლამური სახელმწიფო-ჰორასანის” წევრები “თალიბანის” “მოსისხლე მტრები” არიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები