კოლუმბიაში მამაკაცი კორონავირუსისგან შვიდჯერ აიცრა
კოლუმბიის ქალაქ კალიში მამაკაცი კორონავირუსისგან შვიდჯერ აიცრა, დაწყებულია გამოძიება.
ამის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი Noticias Caracol-ი ავრცელებს.
როგორც ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, კალი მიერლანდი ტორესმა თქვა, მამაკაცი იდენტიფიცირებულია, ის 60 წელს ზემოთ პირია, რომელსაც შესაძლოა, ფსიქიკური პრობლემები ჰქონდეს.
აღინიშნება, რომ მამაკაცი სხვადასხვა მწარმოებლის პრეპარატით აიცრა, მათ შორის, Sinovac-ის, AztraZeneca-ს, Pfizer-ისა და Janssen-ის.
ამავდროულად, დოზის გადაჭარბებულ რაოდენობას მამაკაცში არავითარი რეაქცია არ გამოუწვევია.
როგორც ტელეარხი იტყობინება, ამგვარი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად ქალაქში ელექტრონული ფორმა შეიმუშავეს, რომ ადამიანებმა ვაქცინაციამდე ინფორმირებული თანხმობა თქვან.
აუცილებელია ფორის ამობეჭდვა და ვაქცინაციის ცენტრში მიტანა, სადაც მას ხელს მოაწერენ.