აშშ-მა ავღანეთიდან გასულ დღე-ღამეში 19 ათასი ადამიანის ევაკუაცია მოახდინა.
როგორც Twitter-ში თეთრი სახლის პრესმდივნის მოადგილე ენდრიუ ბეითსმა დაწერა, 14 აგვისტოდან სულ 82, 3 ათასი ადამიანია გაყვანილი.
თუმცა, იქვე აზუსტებს, რომ ივლისიდან ავღანეთიდან 87,9 ათასი პირია ევაკუირებული.
ავღანეთიდან ადამიანების ევაკუაციამ მასშტაბური ხასიათი 15 აგვისტოს მას შემდეგ მიიღო, რაც “თალიბანმა” ქაბული დაიკავა და ქვეყნის ხელისუფლება ხელში ჩაიგდო.
,,თალიბები,, უცხო ქვეყნის ჯარისა და ხალხის გაყვანის საბოლოო თარიღად 31 აგვისტოს ასახელებენ და ვადის გადადებაზე უარს აცხადებენ. ამასთან, აშშ-ში არ გამორიცხავენ, რომ პროცესმა კიდევ რამდენიმე დღე მოითხოვოს.