Pfizer-ში განმარტეს, თუ რა დროში შექმნიან ახალი შტამის საწინააღმდეგო ვაქცინას
ფარმაცევტულ კომპანია Pfizer-ს შეუძლია, სამ თვეში შექმნას კორონავირუსის ახალი შტამის საწინააღმდეგო ვაქცინა, თუმცა, ამჟამად ასეთი ვარიანტი არ არსებობს.
ამის შესახებ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ალბერტ ბურლამ Fox News-თან ინტერვიუში თქვა.
“ყოველ ჯერზე, როდესაც მსოფლიოში კორონავირუსის სხვა ვარიანტი ჩნდება, ჩვენი მეცნიერები სწავლობენ, შეძლებს თუ არა ეს შტამი ჩვენი ვაქცინის დაცვის გვერდის ავლას. ამ დროისთვის, ჩვენ არ გვაქვს გამოვლენილი არც ერთი ასეთი შტამი. მაგრამ მივიჩნევთ, რომ სავარაუდოა, ერთ დღეს ასეთიც გამოჩნდეს. პროცესი დავალაგეთ – 95 დღეში, რაც გამოვავლენთ ისეთ შტამს, რომელიც შეშფოთებას გამოიწვევს, შევძლებთ, შევქმნათ ვაქცინა სპეციალურად მის წინააღმდეგ”, – განმარტა მან.