კახა კუჭავა: აუცილებლად დავიბრუნებთ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს, ჩვენს აფხაზეთს, რომელიც აქედან ხელის გაწვდენის მანძილზეა

“ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს, ჩვენს აფხაზეთს, რომელიც აქედან ხელის გაწვდენის მანძილზეა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ „ქართული ოცნების“ მესტიის მერობის კანდიდატის, კაპიტონ ჟორჟოლიანის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, 2023 წლისთვის უკვე დასრულებული იქნება არა მხოლოდ მესტია- უშგულის, არამედ უშგული-ლენტეხის გზა, რომელიც მთლიანად შეკრავს ტურისტულ წრეს და კიდევ უფრო მარტივს გახდის მოგზაურობას სვანეთში და არამხოლოდ ამ კუთხეში.

„ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს, ჩვენს აფხაზეთს, რომელიც აქედან ხელის გაწვდენის მანძილზეა და ჩვენი დიდი გულისტკივილია. დარწმუნებული ვართ, განვითარებით ჩვენ მალე ვიამაყებთ ერთიანი საქართველოთი. მჯერა, რომ სვანეთში ვნახავთ ძალიან ბევრ ახალ პროექტს და ეს არ ეხება მხოლოდ ინფრასტრუქტურას. 2023 წლისთვის უკვე დასრულებული იქნება არა მხოლოდ მესტია- უშგულის, არამედ უშგული-ლენტეხის გზა, რომელიც მთლიანად შეკრავს ტურისტულ წრეს და კიდევ უფრო მარტივს გახდის მოგზაურობას სვანეთში და არა მხოლოდ ამ კუთხეში, არამედ მასთან დაკავშირებულ იმ პატარა სოფლებში, სადაც ის უნიკალური ტრადიციებია, რომლის ნახვაც სურს და იზიდავს ყველას. დარწმუნებული ვარ, ამისათვის საჭიროა ძლიერი თვითმმართველობა, ძლიერი მერი და საკრებულო.

ჩვენ გვყავს ღირსეული კანდიდატი, რომელსაც წარდგენა არ სჭირდება. მჯერა, კიდევ ძალიან ბევრს გააკეთებს, რითაც იამაყებს არა მხოლოდ ეს გუნდი, არამედ – საქართველო.

მისი ხელმძღვანელობით, პირველივე ტურში დამაჯერებელ გამარჯვებას მოვიპოვებთ და 4 წლის შემდეგ ვიამაყებთ შედეგებით“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები