25 აგვისტო ზინა კვერენჩხილაძის დაბადების დღეა
25 აგვისტო დიდი მსახიობის, ზინა კვერენჩხილაძის დაბადების დღეა (1932-2011). ინფორმაციას „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ხელოვნებათმცოდნე ნოდარ პაპუაშვილი ავრცელებს და მკითხველს სთავაზობს ამონარიდებს ზინა კვერენჩხილაძის წიგნიდან – „ჩემი ანტიგონე“.
„ანტიგონე, ბუნების ეს მშვენიერი ქმნილება აღგაფრთოვანებს თავისი ზნეობრივი სიწმნინდით, მისი კეთილშობილი სული ვერ ეგუება სიმდაბლესა და ორგულობას, რადგან პატიოსნება და კაცთმოყვარეობა და, რაც მთავარია, მოვალეობის გრძნობა მიაჩნია მას ადამიანის არსებობის უმაღლეს დანიშნულებად…..
…
30 წელია,გვერდიდან არ მშორდება,მიჭირს თუ მილხინს, შინ თუ გარეთ… ყველგან ჩემთან არის, ველაპარაკები მონატრებული სიყვარულითა და სინაზით, რადგან დღესაც ბევრი გვაქვს სალაპარაკო, გადასაწყვეტი. მე იგი ძალიან მიყვარს, მჭირდება, როგორც ახლობელი, როგორც თანამოაზრე“.
ზინა კვერნჩხილაძის წიგნიდან – „,ჩემი ანტიგონე”.
სურათზე: დიდი ფერმწერის, ნათელა იანქოშვილის მიერ შესრულებული ზინა კვერენჩხილაძის პორტრეტი.