Al Jazeera: გუანტანამოს ყოფილი ტუსაღი ავღანეთის თავდაცვის მინისტრი გახდა

გუანტანამოს ციხის ყოფილი ტუსაღი, აბდულ ქაიუმ ზაქირი “თალიბანის” მთავრობაში თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა.

ამის შესახებ Al Jazeera “თალიბანში” წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.

ზაქირი არის “თალიბანის” ერთ-ერთი მთავარი საველე მეთაური, რომელიც ასრულებდა საბრძოლო მისიებს და ხელმძღვანელობდა რადიკალ მებრძოლებს. აშშ-ისა და დასავლეთის სამხედრო ოპერაციების დაწყების შემდეგ, 2001-2014წლებში, ის მოძრაობის მხარეს იბრძოდა. თუმცა, ამერიკელმა ჯარისკაცებმა ის დააკავეს და ბაგრამის ბაზაზე ციხეში გადაიყვანეს, საიდანაც მოგვიანებით გუანტანამოში გადაიყვანეს. გათავისუფლების შემდეგ, ის კვლავ შეუერთდა “თალიბანს”.

გუშინ, ავღანეთის ხელისუფლებაში ძალადობის გზით კვლავ მოსულმა “თალიბანმა” რამდენიმე მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დანიშნა, მათ შორის, შსს-ს, ფინანსთა, განათლების. ასევე, დაინიშნა დაზვერვის უფროსი და ქაბულის გუბერნატორი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები