ირაკლი ქადაგიშვილი: ქვეყანაში რეფორმები თანმიმდევრულად ხორციელდება, ეს პროცესი შეუქცევადია

“ქვეყანაში რეფორმები ძალიან თანმიმდევრულად ხორციელდება და ეს პროცესი შეუქცევადია, რეფორმები გაგრძელდება. მომსწრე ხართ, რომ რეფორმები არ ჩერდება და გრძელდება. საარჩევნო და ყველა დემოკრატიული პროცესი ბოლომდე მივა, საქართველოს არანაირი სანქცია არ ემუქრება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„ეს არის ის რეალობა, რომელსაც ყველა დავინახავთ, მათ შორის, 2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ. ის, რომ ოპოზიცია და მასთან აფილირებული არასამთავრობო ორგანიზაციები თავისი გზავნილით მხოლოდ იმ ინფორმაციის პროპაგანდას ეწევიან, რაც სანქციების შემოღებას უნდა უწყობდეს ხელს, გარკვეულწილად ასეთი განცხადების გარკვეული კონტექსტი ამითაც არის გამოწვეული, თუმცა, თუ რეალურად დასკვნებს შევხედავთ და ამ დასკვნებში აღქმების გარდა წავიკითხავთ კონკრეტულად კანონსა და პროცესებთან დაკავშირებით რა შენიშვნები არის, დავინახავთ, რომ თურმე, კანონი კარგი გვაქვს, უბრალოდ, ოპოზიცია არ მონაწილეობს ამ პროცესში. ვინაიდან, ოპოზიცია არ მონაწილეობს, ე.ი. აღქმა მაშინ ცუდია. ანუ, ის, რასაც ოპოზიცია აფუჭებს, ვერ იქნება საბოლოოდ, სანქციის განმაპირობებელი. ნუ უტრირებთ განცხადებებს, რადგან შარლ მიშელს არ უთქვამს, რომ რეფორმებს არ ვახორციელებთ, მან თქვა, რომ გააგრძელეთ რეფორმების კეთება და ეს კეთდება. რეფორმების განხორციელებას არჩევნების გადადების მავნე ნარატივი ვერ შეუშლის ხელს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები