ბიძინა კულუმბეგოვი: ბუსტერული დოზის დამატება, ძირითადად, იმ პაციენტებში განიხილება, რომელთა იმუნური სისტემა განსაკუთრებით სუსტია

ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, ვაქცინის ბუსტერული დოზის დამატება, ძირითადად, იმ პაციენტებში განიხილება, რომელთა იმუნური სისტემა განსაკუთრებით სუსტია.

“ბუსტერული დოზის საკითხები მსოფლიოში ასე დგას – განიხილება ბოლო ინექციიდან 6 თვის შემდგომ და, ძირითადად, იმ პაციენტებში, რომლებიც ითვლებიან იმუნოკომპრომეტირებულ ადამიანებად. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ მძიმე ქრონიკული დაავადება, იმუნოსუპრესიით მიმდინარე. ესენი შეიძლება, იყვნენ ონკოლოგიური პაციენტები, რევმატოლოგიური დაავადებით დაავადებული ადამიანები – ანუ ეს არიან ადამიანები, რომელთა იმუნური სისტემა განსაკუთრებით სუსტია. შესაბამისად, ასეთ ადამიანებში მსოფლიოში განიხილება 6-8 თვის შემდეგ ბუსტერული დოზის დამატება. ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყანაც ამას განიხილავს და, როგორც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები აკეთებენ, ჩვენც იმავე გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა “ქრონიკის” ეთერში საუბრისას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები