თამარ გაბუნია: რაც უფრო სწრაფად მიიღებს რთველში მონაწილე პირი ვაქცინაციის თაობაზე გადაწყვეტილებას, მით უკეთესი იქნება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კახეთში რთველი ყველა რეგულაციისა და რეკომენდაციის დაცვით უნდა ჩატარდეს.
მისივე თქმით, კარგი იქნება, თუ რთველში მონაწილე პირები ვაქცინირებული იქნებიან.
„რთველი და ნებისმიერი სხვა აქტივობა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია თუნდაც კახეთში ყოველდღიური ცხოვრებისა და ეკონომიკური აქტივობისთვის, რა თქმა უნდა, იმ წესებიც დაცვით უნდა ჩატარდეს, რაც ზოგადად ვიცით, რომ უნდა დავიცვათ, მათ შორის არის პირბადის ტარება, სოციალური დისტანცირება, მაგრამ აქ კიდევ ერთი კრიტიკული ფაქტორი იქნება ვაქცინაცია და რაც უფრო სწრაფად მიიღებს რთველში მონაწილე პირი გადაწყვეტილებას ვაქცინაციის თაობაზე, მით უკეთესი იქნება. ვიცით, რომ ერთი დოზაც კი იცავს ინფიცირებისგან და, ამ შემთხვევაში, ეს კარგი გამოსავალი იქნება“, – განაცხადა გაბუნიამ.