ქავთარაძის ქუჩაზე მოწყობილ საველე ჰოსპიტალში კორონავირუსით ინფიცირებული 20-მდე პაციენტი მკურნალობს

თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მოწყობილ საველე ჰოსპიტალში კორონავირუსით ინფიცირებული 20-მდე პაციენტი მკურნალობს.

როგორც კოვიდდეპარტამენტის კურატორი, მერაბ ჩიქოვანი აღნიშნავს, ადგილზე, ძირითადად, ხანშიშესული პაციენტები იმყოფებიან.

კოვიდდეპარტამენტი მოწყობილია ნატალია კვანტალიანის სახელობის ცენტრის ბაზაზე. ამ წუთში, მკურნალობას აგრძელებს 20 პაციენტი, მეტწილად, საშუალო სიმძიმის პაციენტები არიან, ჟანგბადდამოკიდებულები. შევეცდებით, უახლოეს მომავალში საწოლფონდი გავზარდოთ 200-მდე. მეტწილად, ხანშიშესული პაციენტები არიან, ძირითადად, საშუალო სიმძიმის, თანმხლები პათოლოგიებით“, – აღნიშნავს ჩიქოვანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები