სამტრედიაში, ნაბაკევისა და ოფეთის ამბულატორიებში ადგილობრივი მოსახლეობის ვაქცინაცია მიმდინარეობს
სამტრედის მუნიციპალიტეტის სოფლების – ნაბაკევისა და ოფეთის ამბულატორიებში ადგილობრივი მოსახლეობის ვაქცინაცია მიმდინარეობს.
პროცესი ორივე სოფელში დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოსა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანიზებით დაიგეგმა. ნაბაკევისა და ოფეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში იმუნიზაციის პროცესს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი – ვალერი ფოცხვერია გაეცნო.